გამოირიცხა - ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედში არ იმუშავებს
Aa
Aa

გამოირიცხა - ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედში არ იმუშავებს

გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაკავებული თანამდებობიდან ოლე გუნარ სულშერი გაათავისუფლა და ახლა ახალი მწვრთნელის ძიებაშია. „წითელ ეშმაკებს“ აქტიურად დაუკავშირეს ზინედინ ზიდანი და ზოგიერთი გამოცემა დარწმუნებით წერდა, რომ ფრანგი სპეციალისტი სამუშაოდ მანჩესტერულ გრანდში მივიდოდა.

ამ იდეას ფრთები კრიშტიანუ რონალდუმაც შეასხა. კრიშტიანუს და „ზიზუს“ მადრიდის „რეალში“ ერთად ოქროს წლები აქვთ გატარებული და პორტუგალიელი ფრანგთან მუშაობის სურვილს ამჯერადაც ადასტურებს.

დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ ინფორმაცია ზიდანის „მანჩესტერში“ დანიშვნის შესახებ არის სიცრუეა. სამი ჩემპიონთა ლიგის მფლობელი ინგლისში გადაბარგებას არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, „წითელ ეშმაკებს“ ახალი კანდიდატის მოძიება სჭირდებათ.

იუნაიტედი როჯერსის ვარიანტსაც სერიოზულად განიხილავს

ბრიტანული Mirror-ი წერს, რომ „წითელი ეშმაკები“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსის დანიშვნას გეგმავენ, რომელიც „ლესტერში“ საკმაოდ წარმატებით მუშაობს.

წყარო წერს, რომ როჯერსის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მას კლუბის დატოვება შეეძლება, თუ შემოთავაზება რომელიმე გრანდიდან ექნება.

Mirror-ი წერს, რომ „იუნაიტედში“ დარწმუნებულნი არიან, რომ მათ როჯერსის გადაბირება შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები