სტერლინგი: ''დვალიშვილთან ჩხუბი ვერ წარმომიდგენია, ის ჩემი მეგობარია''
Aa
Aa

სტერლინგი: ''დვალიშვილთან ჩხუბი ვერ წარმომიდგენია, ის ჩემი მეგობარია''

UFC-ის მსუბუქის წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა მისი ქართველი მეგობრის, მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. სტერლინგის თქმით, მას ქართველ მეგობართან ჩხუბი ვერ წარმოუდგენია, რადგან ჩხუბი ურთიერთობას დრამატულად ცვლის.

ალჯამეინ სტერლინგის კომენტარს mmanews-ი ავრცელებს

''ჩხუბი ნებისმიერ სხვასთან წარმომიდგენია, მაგრამ მერაბთან არა. არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მე და მერაბი ოქტაგონზე ვართ და მსაჯი გვეკითხება: ''მზად ხართ?'' ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები დრამატულად იცვლება. როცა მეგობრები ხართ და ჩხუბი გიწევთ, ეს გავლენას ურთიერთობაზე ახდენს. ასე იყო კამარუ უსმანისა და ჟილბერტ ბერნსის შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ეს ყველაფერს ცვლის, ეს ურთიერთობას ცვლის. მერაბი ძალიან დამეხმარა, მეც დავეხმარე. მასთან ბრძოლა ვერ წარმომიდგენია''.

''ვფიქრობ, მერაბს ჩხუბი 60 წლის ასაკშიც სურს, მე კი ასე არ ვაპირებ, საუკეთესო წლების შემდეგ გავჩერდები. თუ მერაბმა წარმატებული გზა განვლო და მეც ყველა მეტოქე დავამარცხე, შესაძლოა წონის შეცვლაზე ვიფიქრო და 66 კგ. წონით კატეგორიაში გადავიდე''.

შეგახსენებთ, ალჯამეინ სტერლინგი მსუბუქი წონის ჩემპიონია, ხოლო დვალიშვილი მსუბუქი წონის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შევიდა და გაიტანა - სიჭინავას გამარჯვების გოლი უკრაინაში
შევიდა და გაიტანა - სიჭინავას გამარჯვების გოლი უკრაინაში