ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ვერცხლის მედალი ბოლოს წინა ტურში გაინაღდეს. მერვე ტურში საბერძნეთის ნაკრებს 3,5:0,5 სძლიეს. ბოლო მეცხრე ტურში კი ფრანგებს 2,5:1,5 აჯობეს. გარდა ამისა, პირველ და მეორე დაფაზე პირველობაც ქართველებს ერგოთ.

სლოვენიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე (2524), ლელა ჯავახიშვილი (2446), მერი არაბიძე (2441), სალომე მელია (2371) და სოფიო გვეტაძე (2302) იცავდნენ.

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, პოლონეთს, საბერძნეთსა და საფრანგეთს აჯობეს, უკრაინასთან ფრედ დაასრულეს, ხოლო რუსეთთან დამარცხდნენ. რუებმა საბოლოოდ ოქროს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“