სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "არ მინდა ყველაფერზე პასუხის გაცემა... გუნდს წინა კარიდან ვტოვებ"

ოლე გუნარ სულშერმა „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ პრესასთან პირველად ისაუბრა.

„იცით, რას ნიშნავს ჩემთვის ეს კლუბი და რისი მიღწევა მინდოდა აქ. კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, პერსონალისთვის. მინდოდა შემდეგი ნაბიჯი გადაგვედგა - ჩემპიონობისთვის გვებრძოლა, თასები მოგვეგო.

არ მინდა ყველაფერზე პასუხის გაცემა... ჟურნალისტები ჩემთან გასაუბრებას მთხოვენ, მაგრამ არა, ინტერვიუს არ მივცემ.

გუნდს წინა კარიდან ვტოვებ, რადგან ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერი გავეცი. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე და დროა, თავი დავანებო. ძალიან, ძალიან ამაყი. ეს არის ერთ-ერთი ისეთი რამ, რაზეც ოცნებობთ თქვენს ცხოვრებაში.

პირველიდან ბოლო წუთამდე დიდი სიამოვნება იყო, ამიტომ ყველა ფეხბურთელს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან მას შემდეგ რაც გუნდს ვხელმძღვანელობდი, ისინი საუკეთესო ადამიანები გახდნენ. ვიღაც მოვიდა, ვიღაც წავიდა, მაგრამ სიამოვნება იყო ყველასთან მუშაობა.

მინდა მადლობა გადავუხადო მფლობელებს, რომ მომცეს საშუალება, რადგან ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, მაგრამ მე მქონდა. იმედი მაქვს, რომ გუნდი უკეთეს ფორმაში დავტოვე, ვიდრე მაშინ, როცა მოვედი.

შევიძინე კარგი მეგობრები, აღვადგინე ურთიერთობა რამდენიმე დიდ მეგობართან. მოვიდნენ ახალი თანამშრომლები, რომლებთანაც მართლა დავმეგობრდი,

- თქვა სულშერმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა