რეალის დამაჯერებელი გამარჯვება და ვინისიუსის რეკორდი
Aa
Aa

რეალის დამაჯერებელი გამარჯვება და ვინისიუსის რეკორდი

ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის „რეალმა“ „გრანადას“ სტუმრად 4:1 მოუგო და ჩატარებული მატჩების მიხედვით, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა დამაჯერებლად და ლამაზად ითამაშა. გოლების ავტორები ასენსიო, ნაჩო, ვინისიუსი და მენდი გახდნენ. მასპინძელთაგან ერთი ბურთის ავტორი ლუის სუარესი გახდა.

შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა და მეორე ნახევარში უხეშობითაც გამოირჩა. 67-ე წუთზე ვინისიუსის წინააღმდეგ ხისტი ვარდნის შემდეგ, მონჩუმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. არბიტრმა გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რობერტ მორენო (გრანადას მწვრთნელი) ემოციების ვერ მოთოკვის გამო წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან ისიც გააძევა.

აღსანიშნავია, რომ ვინისიუსმა შეხვედრაში რეკორდი დაამყარა. „ვინი“ გახდა ლა ლიგაში მოთამაშე 2000 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულით ლა ლიგას ლიდერობს, თუმცა „რეალ სოსიედადზე“ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, რაც ბასკებს ჯერჯერობით წინ ყოფნის საშუალებას აძლევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა