რონალდუს იუნაიტედში ლუის ენრიკეს ხილვა სურს
Aa
Aa

რონალდუს იუნაიტედში ლუის ენრიკეს ხილვა სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს ნახვა სურს. ამის შესახებ უკვე ბრიტანული Sky Sports-იც წერს.

ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა ტვიტერში ჟურნალისტმა რობ დორსეტმა გაავრცელა.

„კრიშტიანუ რონალდუს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ლუის ენრიკე გახდეს მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მწვრთნელი. ესპანელი სპეციალისტი ამ პოსტზე, სავარაუდოდ ზინედინ ზიდანთან და ერიკ ტენ ჰაგთან ერთად განიხილება“,

- წერს დორსეტი.

დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი დაითხოვა.. 48 წლის ნორვეგიელი გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დროებით მაიკლ კერიკია დანიშნული.

რაც შეეხება ენრიკეს, ესპანელს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. „ლუჩომ“ ესპანეთის ნაკრები ახლახან მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, რომელიც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ყატარში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა
ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა