ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა
Aa
Aa

ბაიერნმა 5 არავაქცინირებულ ფეხბურთელს ხელფასები შეუმცირა

მიუნხენის „ბაიერნმა" გადაწყვიტა, შეუმციროს ხელფასი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც რაიმე მიზეზით არ გაიკეთეს COVID-19-ის ვაქცინა და კარანტინში გადასვლა მოუხდათ.

გერმანიაში ამის შესახებ ბოლო დღეებში კანონი იქნა მიღებული, რომლითაც როგორც ვხედავთ „რეკორდმაისტერმა“ უკვე იმოქმედა.

ახალი ჯარიმების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა იოზუა კიმიხი, რომელმაც ვაქცინაციაზე უარი თქვა „პირადი მიზეზების გამო“ და უკვე მეორედ გადავიდა თვითიზოლაციაში.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა კიმიხი და კიდევ 4 ფეხბურთელი დაიბარეს, რათა მათთვის ეცნობებინათ, რომ ხელფასები შეუმცირდებოდათ, სანამ ისინი იზოლირებულები იქნებოდნენ.

1 ნოემბრიდან გერმანიამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციის გამო სამსახურის გაცდენისთვის თანამშრომლებს კომპენსაცია აღარ ეძლევათ, თუ ისინი არ იქნებიან ვაქცინირებული. ვაქცინირებულ თანამშრომლებს კოვიდის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ან დადასტურებისას იზოლაციაში ყოფნის დღეები ჩვეულებრივ აუნაზღაურდებათ.

კიმიხი, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ერთკვირიანი კარანტინის შემდეგ 384 ათასი ევროს ზარალს ნახავს.

Bild-ის ცნობით, ჯარიმების შესახებ კიმიხის გარდა, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა, ერიკ ჩუპო-მოტინგი და მიხაელ კუიზანსიც იყვნენ ინფორმირებულნი.

შეგახსენებთ, რომ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს კიდევ ერთი რეგულაცია შეეხოთ. მატჩების წინ, იმ სასტუმროში ვერ გაჩერდებიან, სადაც მათი თანაგუნდელები იმყოფებიან და შეხვედრებზე მისვლა ინდივიდუალურად მოუწევთ.

კიმიხი განმარტავს, თუ რატომ არ იკეთებს ვაქცინას

„მსურს ვაქცინის გრძელვადიან შესწავლას დაველოდო თუ რა ნაკლოვანებები აქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ზიანი არ მოაქვს. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების მიმართ,  ვიცავ ჰიგიენას და ვიკეთებ ტესტს ყოველ 2-3 დღეში. თითოეულმა ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

კატეგორიულად ვამბობ, რომ არ ვარ ანტივაქსერი. ასევე, შესაძლოა მომავალში ვაქცინა გავიკეთო, თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებ. გარკვეული თანხა Unicef-ში გადავრიცხეთ, რომ ვაქცინა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ვაქცინის გაკეთება პირადი არჩევანია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა"