SPORT: მესი ბარსელონაში ფეხბურთელის რანგში არ დაბრუნდება
Aa
Aa

SPORT: მესი ბარსელონაში ფეხბურთელის რანგში არ დაბრუნდება

ბოლო დროს ესპანურ პრესაში იწერებოდა, რომ ლეო მესი შესაძლოა 2023 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნებულიყო, თუმცა დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა.

კატალონიური Sport-ი წერს, რომ მესი ფეხბურთელის რანგში „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ განიხილავს. ლეო ფიქრობს, რომ მას კლუბის დატოვება თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწია და ახლა დაბრუნებას აღარ აპირებს. არგენტინელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „ბლაუგრანამ“ მას გული ატკინა და ასე წასვლა არ სურდა.

მესი ადაპტაციისას გარკვეული სირთულეების მიუხედავად, პსჟ-ში დარჩენას აპირებს, რადგან იმედოვნებს, რომ სპორტულ წარმატებებს მიაღწევს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ყოფნას.

რაც შეეხება მშობლიურ „ბარსაში“ დაბრუნებას“, ლეო ამას აუცილებლად გააკეთებს. მან აღნიშნა, რომ მისი ოჯახი საცხოვრებლად კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდება და მზადაა კლუბის სტრუქტურაშიც დასაქმდეს.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესიმ 6 თამაშში 1 გოლი გაიტანა. „ლა პულგამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 3 ბურთის შეგდება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა"