ოფიციალურად |  მანჩესტერ იუნაიტედმა სულშერი გაათავისუფლა
Aa
Aa

ოფიციალურად | მანჩესტერ იუნაიტედმა სულშერი გაათავისუფლა

ავტორიტეტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანო წერდა, რომ ოლე გუნარ სულშერისა და მანჩესტერ იუნაიტედის ურთიერთობა შეწყდა, რაც ,,ეშმაკების'' კლუბის მფლობელის, მალკოლმ გლეიზერის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

საბოლოოდ, ეს ინფორმაცია კლუბმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა და გულშემატკივარს სიახლე ოფიციალურად აცნობა.

,,ოლე ყოველთვის იუნაიტედის ლეგენდა იქნება.

მიუხედავად იმის, რომ ბოლო კვირები წარუმატებელი იყო, მის მიერ გაწეული სამსახური აღნიშვნად ღირს. ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა.

უახლეს შეხვედრებში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს მაიკლ კერიკი შეითავსებს",-ნათქვამია განცხადებაში.

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩიდან იუნაიტედმა მხოლოდ 1 მოიგო და ოთხ შეხვედრაში დამარცხდა. ნორვეგიელი სპეციალისტის ბოლო მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ''უოტფორდთან'' შედგა, სტუმრად მანჩესტერულმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

48 წლის სკანდინავიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. ამ პერიოდში გუნდს ტიტული არ მოუპოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები