ცინცაძე: ''ევროპაში ვერავინ იფიქრებს, რომ საქართველოში იოლად მოიგებს''.
Aa
Aa

ცინცაძე: ''ევროპაში ვერავინ იფიქრებს, რომ საქართველოში იოლად მოიგებს''.

თსუ-ს გამოცდილმა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საქართველოს ნაკრებისა და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

''ნაკრების ახალწვეულებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ეს იმის დამსახურებაც არის, რომ მათ უმაღლესი დონის კალათბურთელებთან თამაში უწევთ. ნაკრებში კარგი ატმოსფეროა. როცა გუნდში ახალი მოთამაშე მოდის, ის ცალკე სხეული არაა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ძალიან გუნდური გარემოა.

რაც შეეხება ნაკრების ამჟამინდელ დონეს, ჩვენ ყველას გვახსოვს საიდან დავიწყეთ, C ლიგაში ვიყავით. ევროპული ნაკრებებიდან ვერავინ იფიქრებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ იოლი გამარჯვება მოიპოვოს. იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდებით და მთელი მსოფლიოც ასე იფიქრებს. ამის საფუძველი არის ის, რომ მრავალი წელია მაღალ დონეზე სტაბილურად ვთამაშობთ. ჩვენ ვამარცხებთ ევროპის უძლიერეს ნაკრებებს და ეს სენსაციად არ აღიქმება.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი კარგი ლეგიონერი გამოჩნდა. მათთან კონკურენცია ქართველ ახალგაზრდა კალათბურთელებს განვითარებაში ეხმარებათ. მათგან ბევრი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში მოხვდა''.

''რადგან გიორგი ცინცაძე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების 12-კაციან განაცხადში აუცილებლად უნდა ვიყო, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნაკრებში ადგილი მოვიპოვო. კონკურენციაში მოხვედრა უფრო ტკბილია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 საინტერესო მატჩი - ფიბა-მ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება გამოარჩია
10 საინტერესო მატჩი - ფიბა-მ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება გამოარჩია