სწრაფად და მარტივად: აკუამ ტოჩინოშინი დაამარცხა
Aa
Aa

სწრაფად და მარტივად: აკუამ ტოჩინოშინი დაამარცხა

''ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირის, „კიუშუ ბაშოს“ მერვე დღეს მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა აკუას დაუპირისპირდა.

მათი პირველი დაპირისპირება აკუას გამარჯვებით დასრულდა, მან შეხვედრის დაწყებისთანავე შეტევა განახორციელა და ქართველი გოლიათი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

''კიუშუ ბაშოს'' მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება. მათი 21 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 15 მოიგო.

რადგან ტოჩინოშინმა საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე, რომ მის ანგარიშზე საწყისი 8 დღის შემდეგ 2 გამარჯვებაა. მან დარჩენილი 7 შეხვედრიდან 6 აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული დებიუტი - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში
წარმატებული დებიუტი - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში