იბრას და ვლაჰოვიჩის დუბლი - მილანი სერია ა-ში პირველად დამარცხდა
Aa
Aa

იბრას და ვლაჰოვიჩის დუბლი - მილანი სერია ა-ში პირველად დამარცხდა

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ფიორენტინამ“ „მილანს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. „როსონერი“ სერია ა-ში პირველად დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ „ფიორენტინა“ 2:0-ს იგებდა. ანგარიში მე-15 წუთზე დუნკანმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე ულამაზესი დარტყმით საპონარამ გაზარდა.

მეორე ტაიმის მე-60 წუთზე ფლორენციელთა ლიდერმა ვლაჰოვიჩმა 3:0 დააფიქსირა და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და „მილანს“ იმედი გაუჩინა. იმედი იმედად დარჩა და ვლაჰოვიჩმა კიდევ ერთხელ გაისროლა 4:2.

პიოლის ბიჭები ბოლომდე იბრძოდნენ, მესამე გოლიც გაიტანეს, თუმცა დრო აღარ ეყოთ და საბოლოო ჯამში 3:4 დამარცხდნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, „მილანმა“ სერია ა-ში წელს პირველად წააგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები