წარმატებული დებიუტი - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში ''მილუოკი ბაქსის'' სარეზერვო გუნდის, ''ვისკონსინ ჰერდის'' რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა ''ფორტ ვეინ მედ ანტსი'' 111:108 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 11 ქულა, 4 პასი, 1 დაფარება და 10 მოხსნაა (4 მეტოქის ფარზე). 22 წლის კალათბურთელმა ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ფოლი მიიღო.


შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ „თეთრ სახლს“ ესტუმრა და იანისსა და კომპანიას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უმასპინძლა. მამუკელაშვილმა NBA-ში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა დროებით სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, რაც მიღებული პრაქტიკაა გამოუცდელ მოთამაშესთან მიმართებით. ანალოგიურად, გასულ სეზონში განვითარების ლიგაში გოგა ბითაძემ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები