ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "აზარი გრანადასთან არ იქნება"

ედენ აზარის მდგომარეობა მადრიდის „რეალში“ საკმაოდ მძიმეა. ბელგიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არ აწუხებდა. „ბლანკოსი“ ლა ლიგის მორიგ ტურში „გრანადას“ ესტუმრება. მატჩის წინ, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და აზარზეც ისაუბრა.

ანჩელოტი:

„სანაკრებო პაუზის გამო ყველა ფეხბურთელი ვარჯიშს ვერ ასწრებს და ამის გამო ვიდეო ზარს ვიყენებ. მაგალითად მილიტაო სწორედ ასე დაესწრო ვარჯიშს და თეორიული ნაწილი გაიარა. აღსანიშნავია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და ფორმა არავის დაუკარგავს.

ბეილი ისევ ტრავმირებულია და თავს ამის გამო ცუდად გრძნობს. მას მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში და მჯერა ერთად ყველაფერს გადავლახავთ. სიცრუეა, რომ ჩვენს შორის კონფლიქტია.

აზარი ბედნიერი არ არის, რადგან „გრანადასთან“ მატჩის განაცხადში არ იქნება. მას გასტროენტერიტი აქვს და ამის გამო 2-3 დღე სახლში მოუწევს ყოფნა. ეს არის ვირუსი, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

კალენდარი საკმაოდ რთულია და ამას ყველა აღიარებს. „გრანადასთან“ ადვილ დაპირისპირებას არ ველოდები. ამ მომენტისთვის „რეალი“ კარგ ფორმაშია და პრიორიტეტი 3 ქულის მოპოვებაა. ვაპირებთ, რომ აღებული გეზი შევინარჩუნოთ და ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.“

შეგახსენებთ, რომ „გრანადასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 21 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „სამეფო კლუბი“ ლა ლიგის ცხრილში 27 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება „სოსიედადს“, თუმცა ანჩელოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები