ბარსელონა რეალისთვის მბაპეს
Aa
Aa

ბარსელონა რეალისთვის მბაპეს "მოპარვას" გეგმავს

„ბარსელონას“ შეუძლია მარადიული მეტოქის სატრანსფერო გეგმები ჩაშალოს.

ჟოან ლაპორტა მიზნად ისახავს მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში დაასწროს, იტყობინება AS-ი და Cadena SER-ი.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ამის შესახებ ახლო წრეებში ისაუბრა. და მაინც, როგორ გეგმავს ლაპორტა ამის გაკეთებას? როგორც ცნობილია, მბაპეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდება და პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც ნებისმიერ გრანდს მისი შეძენის სურვილს უორმაგებს.

მბაპეს კალიბრის ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება უიშვიათესი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებასაც როგორც ვხედავთ „ბარსაც“ გეგმავს. კილიანის მსურველ კლუბს მისთვის მიმზიდველი ხელფასისა და დამაჯერებელი სამომავლო პერსპექტივის შეთავაზება მოუწევს.

მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ ყველას მოეხსენება. გარდა „სამეფო კლუბისა“ მბაპეს შეძენის სურვილს „ლივერპულიც“ გამოთქვამს.

რა შანსია, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს?

პარიზელებს ამის მცირე შანსი აქვთ, თუმცა თუ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანს ჩააბარებს, შესაძლოა კილიანის დაყოლიებაც შეძლონ. კლუბი სწორედ „ზიზუს“ გადაბირებას გეგმავს. ყველაფერი პოჩეტინოს მუშაობაზეა დამოკიდებული. თუ, გუნდი უახლოეს მომავალში თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, არგენტინელი სპეციალისტი შესაძლოა ზამთარშივე დაითხოვონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის