ვლადიმერ გუცაევი, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე

რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს, ბათუმში, უმასპინძლა და ანგარიშით -  3-2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან სამივე გოლი საბურთალოს ფეხბურთელების ანგარიშზეა: გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

რაც შეეხება სტუმრებს, ინგლისელებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს: 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ (შტუტგარტი) ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ (კრისტალ პალასი) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-2.

დღეს, საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემაში, ,,ტაიმაუტი", ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა ახალი თაობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, მათ, ვინც სანაკრებო დონეზე თავი ვერ გამოიჩინა, ადგილი ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებს უნდა დაუთმოს:

„ძლიერი თაობა რომ მოდის, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებითაც გამოჩნდა. ძალიან საინტერესო თამაში იყო და ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელები გამოჩნდნენ. პლუს, ეროვნულში რამდენია 19-20 წლის საინტერესო მოთამაშე. აი, ეს თაობა მოდის. ალბათ, აქცენტი ნელ-ნელა ამათზე უნდა გაკეთდეს და ვინც სანაკრებო დონეზე თავი ვერ გამოიჩინა, გვერდზე უნდა გაიწიონ და შანსი ახალგაზრდებს მიეცეთ. უკვე 12-13 მოთამაშეა, ვინც თავი გამოიჩინა“, - გუცაევის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ. განვლილ 4 მატჩში 1 შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 2 დაპირისპირებაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის ვალიზე გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 0-0 დასრულდა.

აგენტის, ირაკლი ლილუაშვილის თქმით, მატჩი 2 საათის დასრულებული არ იყო, როდესაც სხვადასხვა გუნდიდან მობილურზე 50-ზე მეტი შეტყობინება მიუვიდა.

ფოტო/მასალა: საქართველოს პირველი არხი/GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი უცხოეთიდან: ,,თამაში დასრულებული არ იყო, 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“
ინტერესი უცხოეთიდან: ,,თამაში დასრულებული არ იყო, 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“