გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "პრემიერ ლიგაში კონკურენციის დონე უზარმაზარია"

„მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლაზე თავისი შეხედულებები გაგვიზიარა:

- გასულ სეზონში ზედიზედ 21 თამაში მოიგეთ. მანჩესტერ სიტის მანქანა ისევ ამოქმედდება სანაკრებო დასრულების შემდეგ?

„მნიშვნელოვანია აწმყოზე ფოკუსირება - ეს არის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მინდა ვთქვა, რომ ზედიზედ 15 მატჩს მოვიგებთ, მაგრამ ეს არ ვიცი. როცა იმ სერიის პირველი მატჩი მოვიგეთ, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. იქნებ ახლა ზედიზედ 21 მატჩი წავაგოთ?

ახლა პრემიერ ლიგაში სიტუაცია ისეთია, რომ თუ ჩვეულებრივზე მეტ შეცდომას დაუშვებ, შეიძლება გვიანი იყოს. ჩვენ ვიცით ეს. ლიგაში კონკურენციის დონე უზარმაზარია.

დიახ, ჩელსი დაკარგავს რამდენიმე ქულას, ისევე როგორც ლივერპული. ეს გუნდები ძალიან კარგები არიან და უკეთესებიც ხდებიან. აქ ყველა მატჩი ძალიან რთულია“,

- განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ „ჩელსი“ 26 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება და „სიტის“ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა
წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა"