ბაიერნის სენსაციური მარცხი და მიულერის რეკორდი
Aa
Aa

ბაიერნის სენსაციური მარცხი და მიულერის რეკორდი

ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან „აუგსბურგთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა და სეზონში მეორე მარცხი იწვნია.

იულიან ნაგელსმანის გუნდი 0:2-ს აგებდა და 38-ე წუთზე ლავნდოვსკის გოლი შეხვედრაში უკანასკნელი გამოდგა. მასპინძლებმა ამის შემდეგ, თავიანთი კარის დაცვა წარმატებით შეძლეს.

ამ მარცხის შემდეგ, „დორტმუნდს“ შანსი მიეცა გამარჯვების შემთხვევაში „რეკორდმაისტერთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამციროს. „ბორუსია“ მე-12 ტურში „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

მიულერმა რეკორდი გაიმეორა

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტომას მიულერის შედეგი, რომელმაც ლევანდოვსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და 32 წლის გერმანელმა 2021 წელს ბუნდესლიგაში მე-20 „ასისტი“ ჩაიწერა, რის შემდეგაც გაიმეორა საუკეთესო შედეგი ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის 2007 წლიდან (მას შემდეგ, რაც სტატისტიკას ითვლიან).

მიულერამდე ასეთი შედეგი 2011 წელს ლა ლიგაში ანხელ დი მარიამ დააფიქსირა, როცა „რეალის“ ღირსებას იცავდა. 2014 წელს კი „სამეფო კლუბსა“ და შემდეგ უკვე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლისას ანალოგიური შედეგი გაიმეორა.

2015 წელს კი კალენდარული წლის მაჩვენებლით მსგავსი შედეგი „არსენალის“ რიგებში მესუთ იოზილმა დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად და როდის გაიმართება ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა?
სად და როდის გაიმართება ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა?