გენტმა ჩაკვეტაძე წინასამატჩო განაცხადში არ შეიყვანა - გიორგი ტრავმირებულია
Aa
Aa

გენტმა ჩაკვეტაძე წინასამატჩო განაცხადში არ შეიყვანა - გიორგი ტრავმირებულია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.

ჩვენმა გუნდმა ბოლო, ამხანაგური შეხვედრა, 15 ნოემბერს, გორში გამართა, სადაც უზბეკეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0). მატჩამდე, ტრავმის მიზეზით შეკრება გიორგი ჩაკვეტაძემ დატოვა, რის შესახებაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა და არსებული მდგომარეობის შესახებ განმარტა:

,,გიორგის პრობლემა ჰქონდა, რომელიც ძველი ტრავმით იყო გამოწვეული. რადგან ტკივილში გადაიზარდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გადაწყდა, რომ შეკრება უნდა დაეტოვებინა".

როგორც ჩანს, გიორგის მდგომარეობა საყურადღებოა. ბელგიურმა გენტმა წინასამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ლეგიონერის სახელს ვერ ვხედავთ.

ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტური ვარეგემსა და გენტს შორის დღეს, თბილისის დროით 21:30 საათიდან დაიწყება.

14 ტურის შემდეგ, ჰაინ ვანჰაზებრუკის გუნდს 18 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"