,, ეს გოლი შემთხვევითი არ ყოფილა
Aa
Aa

,, ეს გოლი შემთხვევითი არ ყოფილა" - ყოფილი მწვრთნელი - ვოლკოვზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა: ჩვენმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა შვედეთის  წინააღმდეგ, ბათუმში გამართა (2-0), ხოლო შემდეგ გორში,  უზბეკეთს დაუპირისპირდა და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო (1-0).

ნოემბრის მატჩებში ბელგიური სერენის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად, შემადგენლობაში აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც მეორე შეხვედრაში, უზბეკეთის წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა.

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა CrystalSport-ის „საგოლე გადაცემის" ეთერში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. გადაცემის წამყვანებმა გამოცდილ სპეციალისტს დებიუტანტის შესახებ ჰკითხეს:

,,ვოლკოვი ძალიან კარგი ფეხბურთელი, პროფესიონალი და ძლიერი პიროვნებაა. მასთან ერთად საჩემპიონო წელი საბურთალოში გავატარე.

შესანიშნავი უნარები აქვს - უზბეკეთს როგორი გოლიც გაუტანა, ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ძალიან კარგად თამაშობს დასწრებაზე, ასევე, თავით, მაღალ ბურთებზე და ფლანგიდანაც. თუ ეროვნულ ნაკრებს წინა ხაზზე ეყოლება და საჯარიმოში ბევრი ბურთი წავა, აუცილებლად კიდევ გაიტანს. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს გააძლიერებს.

შეიძლება რაღაც ჩავარდნები ჰქონდეს, რადგან ნაკრებში თამაში ადვილი არ არის, მაგრამ გამოჩნდა, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი პირველივე გამოძახებიდან კარგად გაართვა, თავის სიმაღლეზე იდგა".

დავით ვოლკოვი საბურთალოს რიგებში 2017-2018 წლებში თამაშობდა. მან თბილისური გუნდის მაისურით საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჯამურად 45 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"