Aa Aa
20 ნოემბერი 2021  |  11:57

გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალში, წყვილებში კი ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ს ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

გორგოძემ ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩინელი ოპუ 2 სეტში დამაჯერებლად 6:1, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველის მეტოქე ტურნირის მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი დაიან პარი იქნება.

გორგოძე მონტევიდეოში წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა თანრიგშიც, სადაც რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ნახევარფინალში არგენტინულ-ბრაზილიური დუეტი ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა და ფინალში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ეკატერინე გორგოძე წარმატებით ასპარეზობს. რუმინეთში ქალთა წყვილთა თანრიგში Transylvania Open-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინელ ბარასთან ერთად გამარჯვებას მიაღწია. ტურნირის საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი იყო.

ერთი თვის შემდეგ, ბუენოს-აირესში საერთაშორისო ტურნირის ფინალში ეკო გორგოძე და მისი მეწყვილე ირინა მარია ბარა არგენტინულ-ბერძნულ წყვილს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 5:7 7:5 10:4 გაიმარჯვეს. ეკო და ბარა მორიგ ტიტულს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ წყვილმა ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"