იორიკირი - ტოჩონოშინმა სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩონოშინმა სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ მიმდინარეობს.

ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ წელის ტკივილის მიზეზით საწყისი 4 ბრძოლა გამოტოვა და დოჰიოს მე-5 დღეს გამარჯვებით დაუბრუნდა, მან მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის იორიკირის ილეთით სძლია. სუპერტურნირის მე-6 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნი იყო, ქართველი საინტერესო შეხვედრაში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

დღეს კი, სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა და აუღელვებლად, კვლავ იორიკირით გაიმარჯვა.


8 დაპირისპირებიდან ქართველმა გოლიათმა 5-ჯერ გაიმარჯვა, 3 შეხვედრაში კი დამარცხდა.

რადგან ტოჩინოშინმა საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე, რომ მის ანგარიშზე საწყისი 7 დღის შემდეგ 2 გამარჯვებაა.  დადებითი ბალანსის მოპოვება რთული იქნება, მან დარჩენილი 8 შეხვედრიდან 6 აუცილებლად უნდა მოიგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"