საქართველოს ჩემპიონატი - ნოზაძე და ზირაქიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ნოზაძე და ზირაქიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ძიუდოს აკადემიის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. გათამაშების პირველ დღეს საპრიზო ადგილები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

საქართველოს ჩემპიონები თემურ ნოზაძე და თენგო ზირაქიშვილი გახდნენ. 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ნოზაძემ ჯაბა პაპინაშვილ აჯობა.

ფინალამდე ნოზაძემ ოთხი მეტოქე ლუკა საგანელიძე, გიგა მრელაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი და ირაკლი კუპატაძე დაამარცხა.

66 კილოს ფინალში კი ერთმანეთს საბა კაპანაძე და თენგო ზირაქიშვილი დაუპირისპირდნენ,სადაც დაძაბულ ბრძოლაში ოქროს ქულით გამარჯვება ზირაქიშვილს დარჩა.

თენგომ ფინალურ ბრძოლამდე 4 მეტოქეს ბახვა აბრამიშვილს, ავთანდილ კუტალაძეს, ომარ ღვინიაშვილსა და გიორგი ნასყიდაშვილს აჯობა.

საქართველოს ჩემპიონატი ხვალ განახლდება და ჩემპიონ პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონებში გამოვლინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე
პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე