მესამე მარცხი - თბილისის
Aa
Aa

მესამე მარცხი - თბილისის "დინამო" ესპანელებთან განადგურდა

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მესამე ტურში, თბილისის ''დინამომ' “ბარსელონას“ უმასპინძლა. სამწუხაროდ, ქართველი წყალბურთელები მეტოქესთან დიდი ანგარიშით 7:20 დამარცხდნენ.

საქართველოს ჩემპიონმა ოთხივე პერიოდი უშანსოდ წააგო. დინამოელთა რიგებში გოლები ვალიკო დადვანმა, რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, მარკო იელაჩამ, დუშან ვასიჩმა და სანდრო ადეიშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული სამი ტურის შემდეგ „დინამო“ 0 ქულით A ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი საქართველოს ჩემპიონი 30 ნოემბერს გამართავს.

თბილისის ოლიმპიკის აუზზე ჩასატარებელ მატჩში ქართველი წყალბურთელები იტალიურ „ბრეშიას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუმარცხებელი მეტოქე დაამარცხა - წიპტაურის დამაჯერებელი გამარჯვება
დაუმარცხებელი მეტოქე დაამარცხა - წიპტაურის დამაჯერებელი გამარჯვება