დაუმარცხებელი მეტოქე დაამარცხა - წიპტაურის დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

დაუმარცხებელი მეტოქე დაამარცხა - წიპტაურის დამაჯერებელი გამარჯვება

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ვაჟა წიპტაურმა მორიგი ბრძოლა გამართა და ACA 132-ის ეგიდით, დმიტრი რომანოვს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი კარიერაში დაუმარცხებელი იყო და 7-დან 7 გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ ვაჟასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო

პირველ რაუნდში ვაჟა დიდ უპირატესობას ფლობდა. საწყის 5 წუთში, წიპტაურმა საკუთარი ძლიერი მხარეები კარგად გამოიყენა და ინიციატივა მის ხელთ იყო. ქართველმა მებრძოლმა თეიქდაუნი გაიფორმა და მეტოქეს ძლიერი დარტყმებიც მიაყენა.

View this post on Instagram

A post shared by ACA MMA (@aca_mma)

მეორე რაუნდი წიპტაურმა ფენომენალურად ჩაატარა. რაუნდის სტარტზე მან თეიქდაუნი მიითვალა და მთელი რაუნდის განმავლობაში მეტოქის წამოდგომის საშუალება არ მისცა. ვაჟა გადამწყვეტ რაუნდს სერიოზული უპირატესობით შეხვდა და წნეხი არც ბოლო ხუთწუთეულში შეუმცირებია. რაუნდის ბოლოს რომანოვს შანსი მიეცა და მახრჩობელა ილეთის განხორციელებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვაჟამ მეტოქეს მიზნის მიღწევის საშუალება არ მისცა და დამსახურებულად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ წიპტაურმა კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ვაჟას მხოლოდ 2 მარცხი და 1 ფრე აქვს. აქვე გეტყვით, რომ ACA 132-ზე ბიძინა გავაშელიშვილმაც იჩხუბა და სილვასთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები