„ვიტორიაში ეპოქა შექმნა
Aa
Aa

„ვიტორიაში ეპოქა შექმნა" - AS თორნიკე შენგელიაზე წერს

დღეს, თორნიკე შენგელია ვიტორიაში დაბრუნდება და ყოფილი გუნდის, „ბასკონიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩამდე ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ბასკონიასა“ და ცსკა-ს დაპირისპირებაზე ისაუბრა და თოკოს დაბრუნებას ხაზი გაუსვა.

„თორნიკე შენგელიამ ვიტორიაში ეპოქა შექმნა და იგი ერთ-ერთია, ვისზეც შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ნომრის ხმარებიდან ამოღებას იმსახურებს. ბასკონიაში ყოფნისას, შენგელიამ ბრწყინვალე დონეზე ითამაშა, პანდემიისას კლუბს ხელფასის შემცირებაზე შეუთანხმდა, შემდეგ ცსკა-ში გადავიდა და ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა. ხალხი აუცილებლად ფეხზე წამოდგება, როცა ბასკონიას საშინაო არენაზე, მის სახელს გამოაცხადებენ“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ცსკა-ს 5 მოგება და 5 წაგება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. „არმიელების“ მომდევნო მეტოქის ანგარიშზე კი 4 გამარჯვება და 6 მარცხია და „ბასკონია“ მე-13 პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, „თოკომოტივი“ საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასა და ესპანეთს გაეჯიბრება. პაატა გურასპაულის განცხადებით, შენგელია საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები