კარის 40 ქულა - გოლდენ სტეიტმა კლივლენდი დაამარცხა
Aa
Aa

კარის 40 ქულა - გოლდენ სტეიტმა კლივლენდი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან გამორჩეული „კლივლენდისა“ და „გოლდენ სტეიტის“ დაპირისპირება იყო. ამის მიზეზი სტეფ კარის მორიგი პერფორმანსი გახდა.

„ოქროს შტატელებმა“ 104:89 მოიგეს, სტეფმა კი შეხვედრა 40 ქულით დაასრულა. კარიმ თამაშიდან 27-დან 15 ქულა ჩააგდო, ხოლო 16-დან 9 ზუსტი სამქულიანი ესროლა.

აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტი“ მესამე მეოთხედის ბოლოს 13 ქულით აგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 36:8 მოიგეს, რაც იშვიათი ამბავია. სტივ კერის გუნდმა უბრალოდ იფრინა.

15 ტურის შემდეგ, „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციას 13 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, სტეფ კარის „ჩიკაგოს“ წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, კარიერაში 3366 რეალიზებული სამქულიანი დაუგროვდა. იგულისხმება საპლეიოფო შეხვედრებიც. სტეფმა რეი ალენის რეკორდი (3358) გააუმჯობესა და NBA-ში ამ მხრივ ნომერ პირველი გახდა. „ოქროს ბიჭუნა“ თავისი სარეკორდო მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის