SPORT: ბარსელონასა და ბაიერნს შორის კონტაქტი შედგა
Aa
Aa

SPORT: ბარსელონასა და ბაიერნს შორის კონტაქტი შედგა

„ბარსელონა“ იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, კლუბს საამისოდ ფული არ აქვს და მხოლოდ იჯარის წესით დამატებული მოთამაშეების გაფორმებას შეძლებს.

როგორც ცნობილია, ჩავის მთავარი მოთხოვნა კინგსლი კომანის ტრანსფერია. მისი სათადარიგო ვარიანტი კი რაჰიმ სტერლინგია. ესპანელ სპეციალისტს სწრაფი ფლანგელის დამატება უნდა.

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ „ბაიერნს“ უკვე დაუკავშირდა და კომანის თაობაზე საუბარი შედგა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელები ფეხბურთელის გასაშვებად მზად არიან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მის გამოსყიდვას მოისურვებენ. „ბარსელონას“ კი ფრანგის იჯარით აყვანა უნდა.

კომანს „ბარსაში“ თამაშის სურვილი აქვს და „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს. მის ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

ამ მომენტისთვის რთული სათქმელია შეთანხმდებიან თუ არა კლუბები. „ბარსელონას“ ფინანსები მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ზამთარში რამდენიმე მოთამაშის გაყიდვას შეძლებს, რაც მათი ფეხბურთელების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე რთულად წარმოსადგენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის
ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის