იორიკირი - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი სუპერტურნირზე
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი სუპერტურნირზე

''ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ მიმდინარეობს. ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ წელის ტკივილის გამო საწყისი 4 ბრძოლა გამოტოვა და დოჰიოს მე-5 დღეს გამარჯვებით დაუბრუნდა, მან მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის იორიკირის ილეთით სძლია.

სუპერტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნი იყო, ქართველი საინტერესო შეხვედრაში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ამ შეხვედრამდე ჩიონონუკისთან ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი დიდ უპირატესობას ფლობდა (8:1), თუმცა დღევანდელი ბრძოლა ქართველისთვის წარუმატებელი გამოვიდა.

სუპერტურნირის მე-7 დღეს მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება. მათი 7 დაპირისპირებიდან ქართველმა გოლიათმა 4 გამარჯვება მოიპოვა და სამ შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე რომ, მის ანგარიშზე საწყისი 6 დღის შემდეგ მხოლოდ 1 მოგებაა და დადებითი ბალანსის მოპოვება ძალიან რთული იქნება, მან დარჩენილი 9 შეხვედრიდან 7 უნდა მოიგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები