2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე რობოტებს გამოიყენებენ
Aa
Aa

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე რობოტებს გამოიყენებენ

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს პეკინი უმასპინძლებს, სადაც მთელი რიგი სიახლეები იქნება: მაგალითისთვის, ტურნირის ორგანიზატორები 200 მილიონი ლიტრი წყლისგან ხელოვნურ თოვლს შექმნიან და გამოიყენებენ რობოტებს, რითაც  მომსახურე პერსონალსა და გულშემატკივარს კორონავირუსისგან დაიცავენ.

რობოტების ძირითადი ფუნქცია ოლიმპიურ სოფლებში ტვირთის გადატანა, შენობებების დეზინფექცია და სხვადასხვა ტიპის ცხელი სასმელის მომზადება იქნება.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს  2022 წლის 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვლამდე დასრულდება.ჩინეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლების კარს 2022 წლის 27 იანვარს გააღებს და სპორტსმენების მიღებას შეუდგება.

პეკინი 2022-ის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2 თებერვალს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები