ოლიმპიური თამაშები 2022 | ტურნირის ორგანიზატორები ხელოვნურ თოვლს შექმნიან
Aa
Aa

ოლიმპიური თამაშები 2022 | ტურნირის ორგანიზატორები ხელოვნურ თოვლს შექმნიან

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს, პეკინი უმასპინძლებს. 

სინოპტიკოსთა შეფასებით, 2021 წლის იანვარ-მარტში იანცინში, ჩინეთის ეროვნული სამთო-სათხილამურო ცენტრის რაიონში, ორი სანტიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც იქ ტურნირების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების  ორგანიზატორებს XXIV თამაშებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლიტრი წყლის  ხელოვნურ თოვლად გარდაქმნა მოუწევთ.

სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, კარმენ დე იონგის განცხადებით, აღნიშნულ სამთო მასივში თოვლი პრაქტიკულად არ არის. ამის გამო, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დამრეცებზე დაახლოებით 200 ხელოვნური თოვლის გასაფრქვევი დანადგარი დააყენა, რომლებსაც საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ სათხილამურო ტრასების ხელოვნური საფარით უზრუნველყოფა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნური თოვლის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ხელოვნური თოვლი გამოიყენეს პიონჩანგის 2018 წლის თამაშებზე, ასევე სოჭი-2014-ის და ვანკუვერი-2010 წლის თამაშებზე.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს. უშუალოდ სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობები 6-19 თებერვალს უნდა ჩატარდეს.

ჩინეთი 2022 წლის 27 იანვარს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლების კარს გააღებს და ათლეტთა მიღებას შეუდგება, პეკინი 2022-ის წარმომადგენლის თქმით კი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2 თებერვალს დაიწყება.

მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"