მომდევნო მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე 4 დეკემბერს იჩხუბებს
Aa
Aa

მომდევნო მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე 4 დეკემბერს იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონზე 4 დეკემბერს (თბილისის დროით 5 დეკემბერს) დაბრუნდება. ჩვენებურს 14 ნოემბერს უნდა ეჩხუბა და მისი მეტოქე კაილ დაუკაუსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომანი ბრძოლას Covid-19-ის გამო ჩაეხსნა.

MmaFighting.com-ის ინფორმაციით, დოლიძეს ოქტაგონზე UFC Vegas 44-ზე ვიხილავთ. იგი ბრენდან ალენს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 17 მოგება და 4 მარცხია. MmaFighting-ის მიხედვით, დოლიძე ბრედ ტავარესს ჩაანაცვლებს და ბრძოლა საშუალო წონითი დივიზიონის ეგიდით გაიმართება.

ამერიკელი მებრძოლი ზემოთ ხსენებულ დივიზიონში ერთ-ერთი გამორჩეული გრეპლერია და დოლიძეს წინ რთული დაპირისპირება ელის. ალენს UFC-ში 5 მებრძოლი ჰყავს დამარცხებული, რომელთა შორის კევინ ჰოლანდი და კაილ დაუკაუსი არიან.

დოლიძესთვის ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ტოპ-15-ში მოხვედრის კარგი შანსი ექნება. დოლიძე UFC-ში მეხუთედ იჩხუბებს და რომანმა აქამდე გამართული 4 ბრძოლიდან მხოლოდ 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები