მაყურებლის გარეშე | საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება
Aa
Aa

მაყურებლის გარეშე | საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრები თბილისში,  ძიუდოს აკადემიაში გაიმართება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში მაყურებლის გარეშე გაიმართება. 

გულშემატკივრებს საშუალება ექნება ჩემპიონატს თვალი ინტერნეტის საშუალებით ადევნოს.

ჩემპიონატი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების სისტემის მიხედვით გაიმართება. მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ მხოლოდ მეოთხედფინალში გასული ძიუდოისტები (ბოლო 8 ). იმ ძიუდოისტებისთვის, რომლებიც ჩემპიონატში მედლებს ვერ მოიპოვებენ, დეკემბერში  მეორე დონის შეჯიბრება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა