პიპენი:
Aa
Aa

პიპენი: "ჯორდანმა კალათბურთი გაანადგურა... ამიტომ არის ლებრონი საუკეთესო"

მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის  Last Dance-ის გამოსვლის შემდეგ, ლეგენდარული „ჩიკაგო ბულსის“ დიდი სამეულის წევრმა სკოტი პიპენმა „ემჯეის“ მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთება დაიწყო.

პიპენის თქმით, ფილმში ჯორდანის ყველა გამოჩენა და ზოგადად სცენარი მხოლოდ იმას ამბობს, რომ „ბულსი“ თითქოს 1 კაცის გუნდი იყო.

პიპენმა ამჯერად ჯორდანის მისამართით მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა:

„მე ვაპირებ უფრო წინ წავიდე და ვთქვა, რომ მაიკლ ჯორდანმა კალათბურთი გაანადგურა“,

- ამბობს პიპენი თავის მემუარებში.

„80-იან წლებში სკოლის ეზოში ბურთს ყველა თამაშობდა. ბურთის მოძრაობები და გადაცემა გუნდელზე, რათა გუნდისთვის დახმარება გაეწიათ. ეს ყველაფერი 90-იანებში დასრულდა. ყველას სურდა მაიკის მსგავსი ყოფილიყო. ჯორდანს პასის გაკეთება არ უნდოდა. მას ეს არ უნდოდა, ასევე არ უნდოდა, რომ მეტოქის საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ დაცვა ეთამაშა. მას უნდოდა, რომ ყველაფერი მისთვის გაკეთებულიყო. აი სწორად ამიტომ ვფიქრობ, რომ ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ის თანაგუნდელებისთვის ყველაფერს აკეთებს“.

აღსანიშნავია, რომ პიპენმა მსგავსი განცხადებების გაკეთება ზემოხსენებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. იქამდე სკოტი ჯორდანისა და ლებრონის შესახებ სულ სხვაგვარად ფიქრობდა.

„თუ თქვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ხართ, თუ ხალხი თვლის რომ საუკეთესო ხართ, ან ხალხი თვლის, რომ საუკეთესო ჯორდანია, მაშინ თქვენ ამის საჯაროდ თქმა რაში გჭირდებათ?..

მაიკლ ჯორდანს არასდროს, არასდროს უთქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო იყო. რატომ? ის პატივს სცემდა იმ მოთამაშეებს, რომლებიც მის გამოჩენამდე იყვნენ.

შენ არ შეგიძლია, რომ თქვა ხარ ყველა დროის საუკეთესო.

ისტორიაში საუკეთესო არის ის, ვინც ტიტული სამჯერ მოიგო, შემდეგ ორი წლით წავიდა, დაბრუნდა და ჩემპიონობა ისევ 3-ჯერ იზეიმა. ჩემთვის საუკეთესო სწორედ ამას ნიშნავს".

- ამბობდა პიპენი 2019 წელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ იღიმის, ეს ნამდვილად სჭირდებოდა
„ისევ იღიმის, ეს ნამდვილად სჭირდებოდა" - AS-ის სტატია მამარდაშვილზე