იორიკირით გამარჯვება - ტოჩინოშინი გამარჯვებით დაბრუნდა
Aa
Aa

იორიკირით გამარჯვება - ტოჩინოშინი გამარჯვებით დაბრუნდა

ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ მიმდინარეობს. ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ წელის ტკივილის გამო საწყისი 4 ბრძოლა გამოტოვა და დოჰიოს დღეს დაუბრუნდა.

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მე-14 მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ლევან გორგაძემ მეტოქეს თავიდანვე აჯობა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ჩვენებურ სუმოტორს იაპონელი რიკიშის წინააღმდეგ 10 ბრძოლა ქონდა გამართული და იქიდან 8 მოგებული.

ხვალინდელ ბრძოლაში კი ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნის შეხვდება.  ქართველი სუმოისტი და იაპონელი აქამდე 9-ჯერ შეხვედრილან და ურთიერთ შეხვედრებში დიდ უპირატესობას ტოჩინოშინი (8-1). )ფლობს

აღსანიშნავია,რომ „კიუშუ ბაშოზე“გაცდენილი ბრძოლები ტოჩინოშინს წაგებად ჩაეთვალა და მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტესტ-მატჩები: 2022 წლის ნოემბერში იტალია საქართველოს ესტუმრება
ტესტ-მატჩები: 2022 წლის ნოემბერში იტალია საქართველოს ესტუმრება