Aa
Aa

"ვილიარეალი მასზე შეყვარებულია" - ხვიჩას ახალი მსურველი ჰყავს

ახალი არავისთვის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ქართველი ტალანტით არაერთი გუნდი ინტერესდება და შვედეთის ნაკრებთან გაბრწყინების შემდეგ მსურველთა სია გაიზარდა. საქმე ამჯერად „ვილიარეალს“ ეხება.

ესპანურ გრანდს კვარაცხელიას გადაბირება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა transfermarketweb.com ავრცელებს.

რას წერს  transfermarketweb.com?

„ხვიჩა კვარაცხელია - ასე ჰქვია ფეხბურთელს, რომელმაც ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის შანსი მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა შვედეთს ორი გოლი გაუტანა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ის სულ რაღაც 20 წლის არის და ქართული ფეხბურთის მომავალია.

კვარაცხელია საქართველოს დედაქალაქში თბილისში დაიბადა, რომელსაც ვრცელი, რთული და დიდი ისტორია აქვს. ხვიჩას აქვს ნიჭი და ფეხბურთს ძალიან ლამაზად თამაშობს. მას აქვს შესაძლებლობა ვარსკვლავი გახდეს.

ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ქართველმა შემტევმა 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან უკვე განაცხადა, რომ მისი ოცნება „რეალში“ თამაშია. ეჭვგარეშეა, რომ კვარაცხელია ერთ დღეს აუცილებლად ითამაშებს ესპანეთში. „ვილიარეალი“ არის ერთ-ერთი ის გუნდი, რომელიც ქართველ ფეხბურთელზე შეყვარებულია.“

ხვიჩას კარგი თამაში დაუფასდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გასულ ტურში საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთი 2:0 დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ცნობილმა გამოცემამ Whoscored-მა B ჯგუფის სიმბოლური თერთმეტეული გამოავლინა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სხვა ვარსკვლავებთან ერთად საუკეთესო 11 ფეხბურთელში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელსაც ისაკთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.5 ერგო. ქართველ შემტევთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ:

ოლსენი(7.0), ანდროუცოსი(6.7), ლაპორტი(7.2), ლინდელოფი(6.9), ციმიკასი(7.2), ფერან ტორესი(7.4), ბაკასეტასი(7.4), ბუსკეტსი(7.1), კვარაცხელია(7.5), ისაკი(7.5), მურიქი(7.1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ყველაზე მაღალი შეფასებით - მან იბრაჰიმოვიჩს და მორატას გაასწრო
ხვიჩა ყველაზე მაღალი შეფასებით - მან იბრაჰიმოვიჩს და მორატას გაასწრო