Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" სერია უმარტივესად დახურა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის მორიგი შეხვედრები ჩატარდა და მათგან ერთმა სერიის გამარჯვებულიც გამოავლინა. 

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "პორტლენდს" მეოთხე მატჩიც მოუგო და სერია მშრალზე დახურა. ოკლენდელთაგან საუკეთესო სტეფ კარი იყო, ვინც 38 ქულა ჩააგდო, მასპინძელთა ლიდერის, დამიენ ლილარდის 34-მა ქულამ კი, მის გუნდს ვერ უშველა - 103:128. 

დღის სხვა თამაშები ტორონტოსა და ატლანტაში ჩატარდა. "ტორონტომ" "მილუოკი" გაანადგურა - 118:93, ხოლო "ატლანტამ" "ვაშინგტონს" მეტ-ნაკლებად დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 111:101. 

"ტორონტო" სერიაში 3:2 დაწინაურდა, ხოლო "ატლანტამ" ანგარიში 2:2 გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები