მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა
Aa
Aa

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა გერმანელი პილოტის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გამოაცხადა.

"არის მცირე პროგრესი, მაგრამ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ ძალიან შორია", - განაცხადა კემმა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შუმახერის მეუღლემ კორინამ გაყიდა მიხაელის პირადი თვითმფრინავი. მისი თქმით, ეს სატრანსპორო საშუალება მის ქმარს აღარ დასჭირდება. თვითმფრინავი 34 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ასევე კორინა ფიქრობს საფრანგეთის კურორტ მარიბელში მდებარე სახლის გაყიდვას. უფრო ადრე შუმახერის მეორე ნახევარმა 3 მილიონ დოლარად გაასხვისა სახლი ნორვეგიაში, აგრეთვე გასაყიდად გამოიტანა "ფერარი F-2000", რომლითაც მიხაელმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო.

ცხელი ამბები