გმირი მსაჯი - დარტყმა თავის თავზე მიიღო და მოკრივე მძიმე ტრავმას გადაარჩინა
Aa
Aa

გმირი მსაჯი - დარტყმა თავის თავზე მიიღო და მოკრივე მძიმე ტრავმას გადაარჩინა

დღეს ქალთა კრივში სუპერ მცირე-წონაში ალისია ბაუმგარდნერი ტერი ჰარპერს დაუპირისპირდა და 4 რაუნდში დამაჯერებლად დაამარცხა. ალისია ჩემპიონი გახდა და ნანატრ ტიტულს დაეპატრონა, თუმცა ბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეოთხე რაუნდის მიწურულს, ბაუმგარდნერმა ჰარპერს სახეში ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ტერი წამიერად გაითიშა და წონასწორობას კარგავდა, ალისია კი მორიგი ძლიერი დარტყმის განხორციელებას აპირებდა. მსაჯმა, მარკ ლაისონმა ჰარპერის მდგომაროება შენიშნა, უმალ გადაეფარა და ბაუმგარდნერის დარტყმა თავის თავზე მიიღო. ამით ლაისონმა ტერი ჰარპერი უმძიმეს ტრავმას გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები