რუმენიგე:
Aa
Aa

რუმენიგე: "ნაგელსმანამდე მოურინიოზე ვფიქრობდით"

გასულ სეზონში ცნობილი იყო, რომ „ბაიერნს“ ჰანსი ფლიკი დატოვებდა და მის ადგილს ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანი დაიკავებდა. ცნობილი ხდება, რომ ნაგელსმანის გარდა „რეკორდმაისტერის“ ახალი მწვრთნელის ვაკანსიაზე ჟოზე მოურინიო განიხილებოდა. ამის შესახებ რუმენიგემ ისაუბრა.

რუმენიგე:

„მოურინიო ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მას უნდოდა, რომ გერმანიაში ჩამოსულიყო და „ბაიერნი“ გაეწვრთნა. პორტუგალიელს განსხვავებული ხასიათი და საფეხბურთო ხედვა აქვს. თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ „ბაიერნს“ კარგად შეწყობოდა. ჟოზეს დიდ პატივს ვცემ. იმედი მაქვს „რომაში“ დიდ წარმატებას მიაღწევს. ერთ დღეს შესაძლოა „განსაკუთრებული“ მართლაც ვიხილოთ „რეკორდმაისტერის“ დამრიგებლად.“

ნაგელსმანის „ბაიერნი“

ახალგაზრდა მწვრთნელი მიუნხენურ გრანდს ბრწყინვალედ მოერგო. იულიანის ხელში „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 11 მატჩიდან 9 მოიგო, 1 წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა. 28 ქულით კი „რეკორდმაისტერი“ ერთპიროვნული ლდერია. ნაგელსმანის ბიჭები ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ. 4 მატჩი და 4 მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები