აუტსაიდერობიდან ოქროს მედლამდე - ეგაძის წარმატება ავსტრიაში
Aa
Aa

აუტსაიდერობიდან ოქროს მედლამდე - ეგაძის წარმატება ავსტრიაში

ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის მორიგ საერთაშორისო ტურნირს გრაცმა უმასპინძლა. ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, ნიკამ ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებითა და ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.


აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე მე-12 ადგილზე იყო, თუმცა შემდეგ იმდენად კარგად გამოვიდა, რომ ოქროს მედალს დაეუფლა. თავისუფალ პროგრამაში 159.55 ქულა მიიღო. საერთო ჯამში 227.57 ქულა მოიპოვა და მცირედით გაუსწრო იაპონელ ცუიოში ჰონდასა (225.89) და ამერიკელ ილია მალინინს (აშშ, 222.55).

23 წლის ნიკა ეგაძემ გასულ სეზონში ტრავმის გამო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, თუმცა ტრავმა მოიშუშა და მწვრთნელ ეთერ თუთბერიძესთან მუშაობით სასურველ ფორმაში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე მარცხი UFC-ში - ჯოჯუას წარუმატებელი გამოსვლა
მესამე მარცხი UFC-ში - ჯოჯუას წარუმატებელი გამოსვლა