ბარსას დაუკავშირეს - საულ ნიგესს ჩელსის დატოვება იანვარში სურს
Aa
Aa

ბარსას დაუკავშირეს - საულ ნიგესს ჩელსის დატოვება იანვარში სურს

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sport.es იუწყება, რომ საულ ნიგესი „ბარსელონას“ დაუკავშირეს. მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთრებაში მყოფი ესპანელი „ჩელსიში“ სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და იანვარში ლონდონიდან აბარგებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გრანდს საულის გადაბირება ზაფხულშიც სურდა.

ნიგესმა „არისტოკრატების“ რიგებში დღემდე მხოლოდ 238 წუთი ითამაშა და აქედან ყველაზე ხშირად EFL Cup-ზე. ტომას ტუხელი ესპანელ ნახევარმცველს არ ენდობა. გერმანელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე მისცა მას პრემიერ ლიგაში შანსი, თუმცა საულმა ტომასის იმედები ვერ გაამართლა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ესპანელს ლონდონში ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. საულს კი, რა თქმა უნდა, ყატარში გამგზავრება უნდა და ამისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკა იქნება. ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ნიგესი იანვარში ნისლიან ალბიონს დატოვებს და სამშობლოში დაბრუნება.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ ფინანსური კრიზისი აქვს და უდიდესი პრობლემები შემტევ ფაზაში. ნიგესი კი „ბლაუგრანასთვის“ შესანიშნავი შევსება იქნება, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იჯარის წესით უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები