მირალემ პიანიჩმა შესაძლოა „რომა“ დატოვოს
Aa
Aa

მირალემ პიანიჩმა შესაძლოა „რომა“ დატოვოს

იტალიური პრესის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ "რომა" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ვერ მოახერხებს, გუნდი შესაძლოა ნახევარდაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირალემ პიანიჩმა დატოვოს.

 რომაელებმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტურინის "იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ. თუმცა 2015 წელს გუნდს საშინელი სტარტი ქონდა და სკუდეტოსათვის ბრძოლას გამოეთიშა. დღეს კი დედაქალაქური კლუბისათვის უკვე მეორე ადგილის დაკავებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 ავტორიტეტული იტალიური გამოცემის "Gazzetta dello sport"-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, დიდი ალბათობით გუნდს ბოსნიელი საყრდენი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი დატოვებს.

 ფეხბურთელის დიდ სურვილს ინგლისის „პრემიერ ლიგაში“ თამაში წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, მისით "ლივერპული" და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები