4 მატჩი 7 დღეში - შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
Aa
Aa

4 მატჩი 7 დღეში - შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

რუსული გამოცემები იუწყებიან, რომ ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს. ნოემბრის ბოლოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ორი შეხვედრა ელის და დიდი ალბათობით, გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ერთად იასპარეზებს.

თუ თოკომ უკრაინასთან და ესპანეთთან ჩანიშნული მატჩები არ გამოტოვა, 7 დღეში 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. 25 ნოემბერს, ცსკა ევროლიგაზე „ბაიერნს“ ეთამაშება, 26-ში საქართველო-უკრაინის დაპირისპირებაა ჩანიშნული. 29-ში ჩვენი მეტოქე ესპანეთი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ცსკა „პანათინაიკოსს“ გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ 2-ჯერ დაასახელეს. „ეფესთან“ შეხვედრაში თოკომ გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი მოუტანა, „ზენიტთან“ კი თავი 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

შენგელიას წარმატებული ასპარეზობა მხრის ტრავმამ შეწყვიტა, რომლის მოსაშუშებლად მინიმუმ ორი თვე უნდა ყოფილიყო საჭირო, თუმცა მკურნალობის პროცესი მოსალოდნელზე ბევრად კარგად წარიმართა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი პარკეტს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები