გუნდური ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

გუნდური ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

27 ნოემბერს რუსეთის ქალაქი უფა ძიუდოში გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის ვებ გვერდზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა. ჩვენი ნაკრები რუსეთში 10 (6 ვაჟი და 4 გოგონა) ძიუდოისტით იასპარეზებს. 

მწვრთნელების გადაწყვეტილებით უფაში იჭიდავებენ : ალეკო მამიაშვილი (73 კგ.), ფრიდონ გიგანი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), გელა ზაალიშვილი (+ 100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+ 100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.)

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე 14 ქვეყნის 114 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები