ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეებიის 1 ბრინჯაოს მედალი ბელგრადიდან
Aa
Aa

ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეებიის 1 ბრინჯაოს მედალი ბელგრადიდან

ბელგრადში დასრულებულ 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა.

ჩვენმა დელეგაცია სერბეთში ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი თემურ ბერუაშვილი გახდა. მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა მოლდოველი ვასილ დაიკონი დაამარცხა.

ბერუაშვილმა ბელგრადში მხოლოდ ნახევარფინალური დაპირისპირება რუს ჩერმან ვალიევთან დათმო. ნახევარფინალამდე კი ჩვენმა მოჭიდავემ იტალიელ იაკოპო მასოტისა და თურქ ისა დემირს აჯობა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო გოგა მამიაური, მაგრამ 4 წამით ადრე ილეთი გაუშვა და დასანანი მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ,რომ თავისუფლებთან შედარებით ქართველმა ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეებმა კარგად იასპარეზეს. ჩვენი დელეგაციის წევრებმა ბელგრადში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ფრიდონ აბულაძემ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები