მეფე კანელო - 11-რაუნდიანი ბრძოლა და ალვარესი აბსოლუტური ჩემპიონია
Aa
Aa

მეფე კანელო - 11-რაუნდიანი ბრძოლა და ალვარესი აბსოლუტური ჩემპიონია

ლას ვეგასში MGM Grand Garden Arena-ზე გამართული ორთაბრძოლა თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივის კანელო ალვარესის მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა.

კანელომ საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი ქეილებ პლანტი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა.

ბრძოლის სტარტზე პლანტი ინიციატივის აღებას ცდილობდა. თავიდან მას ამის შანსი ჰქონდა. მესამე რაუნდამდე ამერიკელი კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, ალვარესი ეტაპობრივად უმატებდა და მე-8 რაუნდისთვის უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მექსიკელი ორთაბრძოლის მოგებას შეძლებდა.

საბოლოოდ, კანელო ბოლო რაუნდს აღარ დაელოდა და მე-11 რაუნდში პლანტს თავში ძლიერად მოერტყა. ამერიკელმა წამოდგომა შეძლო, მაგრამ კანელომ მას მორიგი დარტყმების სერია მოუწყო, რის შემდეგაც არბიტრმა ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

ამრიგად, კანელო ალვარესმა ქეილებ პლანტს სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის IBF-ის საჩემპიონო ქამარი ართვა და ხსენებულ დივიზიონში ყველა ტიტულის გაერთიანება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები