ბუენოს-აირესის ტურნირი: გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია
Aa
Aa

ბუენოს-აირესის ტურნირი: გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია

ბუენოს-აირესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ეკო გორგოძე მსოფლიოს 64-ე ჩოგანთან, ეგვიპტელ მაიარ შერიფთან ორ სეტში - 1-6, 4-6 დამარცხდა, ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა, თუმცა ასპარეზობას წყვილთა თანრიგში აგრძელებს.

ტურნირის წყვილთა თანრიგში პირველ ნომრად ეკო გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა განთესილნი იყვნენ. მათი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა გერლახისა და ჩეხი დანიელა სეგელის წყვილი იყო. შეხვედრა გორგოძე-ბარას წყვილმა სამ სეტში (2-6, 6-1, 10-6) მოიგო და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართველისა და რუმინელის წყვილმა დაკისრებულ მოვალეობას თავი აქაც კარგად გაართვა და  უნგრელებს - ანა ბონდარისა და პანა უდვარდის წყვილს 2 სეტში სძლია (2-0).

დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

ტურნირის ფინალში გორგოძე (WTA: 161) -ბარას (WTA: 138) წყვილი 21 წლის არგენტინელს, მარია ლუდრეს კარლესა (WTA: 261) და 28 წლის ბერძენს, დესპინა პაპამიხაილის (WTA: 199) წყვილს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 7 ნოემბერს შედგება და თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე-ბარას წყვილი დამაჯერებელია - ბუენოს-აირესის ტურნირის დაწყებამდე რუმინეთში Transylvania Open-ის ტურნირი მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდი 235 238 ამერიკული დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები