ენდი მარეიმ მადრიდის მასტერზი მოიგო
Aa
Aa

ენდი მარეიმ მადრიდის მასტერზი მოიგო

რაფა ნადალმა მადრიდის “მასტერზ1000”-ზე საჩემპიონო ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. ტურნირის შარშანდელმა მალიორკელმა გამარჯვებულმა წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ მატჩში შოტლანდიელ ენდი მარეისთან 3:6, 4:6 წააგო. მარეიმ მადრიდის ტურნირი კარიერის განმავლობაში მეორედ (პირველად 2008 წელს) მოიგო.

მარეისა და ნადალის ფინალი საათნახევარს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის მსვლელობისას შოტლანდიელის აქტივში 3 ბრეიკი და ამდენივე ეისია. 27 წლის ენდისა და მასზე წლით უფროსი რაფას პირადი შეხვედრების ანგარიში 15:6 გახდა ესპანელის სასარგებლოდ. მარეიმ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 33-ე ტიტული მოიგო. მადრიდში მოპოვებული ტრიუმფის შედეგად ენდიმ 799450 ევრო და ათასი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

ნადალს რაც შეეხება, მარეისთან ფინალში მარცხის შემდეგ რაფა რეიტინგსიაში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდება. ბოლო 10 სეზონის განმავლობაში ეს ნადალის ყველაზე უარესი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები