2 ბრინჯაოს შანსი - მოჭიდავეების წარუმატებელი ასპარეზობა
Aa
Aa

2 ბრინჯაოს შანსი - მოჭიდავეების წარუმატებელი ასპარეზობა

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. ტურნირის პირველ დღეს ფინალისტები 5 წონით კატეგორიაში (57, 65, 70, 79, 97) გამოვლინდნენ.

სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების წევრებმა სერბეთში წარუმატებლად იასპარეზეს და ფინალში ვერ გავიდნენ.

საქართველოს სახელით რამაზ თურმანიძემ (57 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (97კგ) იასპარეზეს.

მიუხედავად ცუდი ჭიდაობისა მამიაური და ურთაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ. ხვალინდელ დაპირისპირებებში მამიაური ამერიკელ იაკობ იესლი მარშს შეხვდება, ხოლო ურთაშვილი ძალებს ბელარუს ვასილ პაულიუჩენკასთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ,რომ დღეს დილას სამშობლოში ბერძნულ რომაული სტილით ნაკრები დაბრუნდა,რომლებმაც ბელგრადში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ფრიდონ აბულაძემ დაისაკუთრა.

ლერი აბულაძე - 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი

აივენგო რიკაძე - 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები